2016-09-10 22:04:08, 1011 ნახვა
სპეციალური ანონსი
11 აგვისტოს სპეციალური ანონსი
11 სექტემბერს, 12.00 საათზე, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა”(საარჩევნო № 2) პარლამენტის მიმდებარე მოედანზე საზოგადოებას საარჩევნო სიას წარუდგენს და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
11 სექტემბერს, 14:00 საათზე, ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ”თავისუფლების ხე” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ფოტო გამოფენა და 9/11-სადმი მიძღვნილი მატჩი ბეისბოლში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით.
მისამართი: ასათიანის ქ. 7ა (ბენდელას სახელობის სტადიონი). საკონტაქტო პირი: ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი - 597 34 55 00
11 სექტემბერს, 18:00 საათზე, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან