|
2015-03-10 14:38:46, 2288 ნახვა
Lifestyle
ირმა ინაშვილი ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაციის თაობაზე დაიკითხა
„საქართველოს პარტიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაციის თაობაზე მოწმის სტატუსით დაიკითხა. როგორც ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, იგი 9 მარტს, ე.წ. „მოდულის“ შენობაში დაკითხეს. მისივე ინფორმაციით, დაკითხვა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. „მოგეხსენებათ, 2015 წლის 8 მარტს, გადაცემაში "იმედის კვირა" გავაკეთე საგანგებო განცხადება. გადაცემის დასრულებისთანავე დამიკავშირდა გამომძიებელი და გუშინ, 2015 წლის 9 მარტს, ე.წ. "მოდულის" შენობაში, ერთ-ერთ სამართალდამცავ სტრუქტურაში ჩვენება მივეცი, მოწმის სტატუსით. დაკითხვა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემი ჩვენება დეტალურია. ის, რაც (გასაგები მიზეზების გამო) არ ითქვა პირდაპირ ეთერში, ასახულია ამ ჩვენებაში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისაგან თავს შევიკავებ. წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთი: ჩემთან მიმართებაში ნებისმიერი პროვოკაციის მოწყობის მსურველებს შევახსენებ, რომ მათი არავის ეშინია“, - წერს ირმა ინაშვილი. შეგახსენებთ, გადაცემა „იმედის კვირაში“ ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ 21 მარტიდან 23 მარტის ფარგლებში, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ციხეში ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამვლა იგეგმება. „მე მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში, 22 ან 23-ში პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ზოგადად ნაცმოძრაობაზე, ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილის დავალაბაზე. აპირებენ, რომ მოწამლონ ვანო მერაბიშვილი ან ბაჩო ახალაია ან გიგი უგულავა. ერთ-ერთი ამ სამიდან, ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც მინდა გავასაჯაროვო. მე არ მაქვს უფლება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელი შეიძლება იყოს ვისაც მოწამლავენ, მაგრამ პრაქტიკულად გაწირა ამ სამიდან ის ვისაც მოწამლავენ ან სამივე ერთად გაწირა უკვე სააკაშვილმა, რომელსაც გათვალა იმაზე, რომ ეს ყველაფერი დაბრალდება ხელისუფლებას და პრეზენტირებული იქნება ეს მოწამვლა დასავლეთში. აი რა ხდება საქართველოში“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)