10:18 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 14:28:50, 1110 ნახვა

მსოფლიო
გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს რკინიგზის საკითხზე საუბარს გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის საკითხზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
 კარასინის თქმით,  აბაშიძესთან რუსეთ-საქართველოს რკინიგზის ამოქმედების საკითხს პოლიტიკური დელიკატურობით განიხილავს.
"რაც შეეხება უფრო რთულ საკითხებს, მათ შორისაა სატრანსორტო საკითხები. აქ ჩვენ  შეხვედრაზე სარკინიგზო მიმოსვლაზე ვსაუბრობდით.ამ საკითხებსაც განვიხილავთ, მარამ პოლიტიკური დელიკატურობიდან გამომდინარე, სხვის ნაცვლად არაფერს ვწყვეტ, ვნახავთ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ წინსვლა",-განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში გამგზავრებამდე  ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებთან შეხვედრაზე.
გარდა ამისა,  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, აბაშიძესთან შეხვედრაზე  საუბარი  შვეიცარიული ფირმის (SGS) მიერ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებსაც  შეეხება.

არსებული ინფორმაციით, აბაშიძე-კარასინის დღევანდელი  შეხვედრა პრაღაში უკვე დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics