12:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-30 22:43:28, 1774 ნახვა

პოლიტიკა
ფედერალისტების ლიდერი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ზარი რეგიონში შექმნილი ვითარებით არის განპირობებული და სხვა არაფერი

ფედერალისტური პარტიის ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციაზე.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუბიოს ზარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდა - ეს იქ არსებული ვითარებით იყო განპირობებული და „სხვა არაფერი“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ კობახიძემ და რუბიომ ირანის თემა განიხილეს, თუმცა ჩერგოლეიშვილმა არ გამორიცხა, რომ ორივე მხარემ სხვა საკითხებსაც შეეხო.

„ამერიკული პოზიცია ნათელია და რუბიო კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია უნდა ნორმალიზდეს ოპონენტების დევნის დასრულების, „გრანტების კანონის“ გაუქმებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თვალსაზრისით.

ბიძინა ივანიშვილი ამჟამად ისეთ სიტუაციაშია, სადაც უკან დახევის ფუფუნება არ შეუძლია.

ის ამ ყველაფერს რეპრესიების საშუალებით ინარჩუნებს და თუ რეპრესიები შემსუბუქდება, სწორედ მაშინ დადგება ავტოკრატებისთვის საშიში დრო - ისინი ჩამოიშლებიან. „როდესაც გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ დაიწყო, სწორედ მაშინ ჩამოიშალა“, - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics