13:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 17:08:10, 1173 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, UAE-სთან უსაფრთხოების თანამშრომლობაზე შეთანხმდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვიზიტს აგრძელებს. ზელენსკი დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, სადაც, ქვეყნის პრეზიდენტს მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის შეხვდა. ლიდერებმა რეგიონში არსებული ვითარება, ირანის დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკირება განიხილეს. 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და არაბთა გაერთიანებული საამიროები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

"ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების მდგომარეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანის სარაკეტო დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რაც გლობალურ ნავთობის ბაზარზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ყველა ნორმალური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის უზრუნველყოფა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა. 

უკრაინელებმა შეიმუშავეს თავდაცვითი სისტემა, რომელიც მტრის დრონებისა და რაკეტების განეიტრალებაში მნიშვნელოვანი წარმატების მაჩვენებელს უზრუნველყოფს. სწორედ ამ სისტემურ მიდგომას და ინტეგრირებულ გამოცდილებას ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. 

უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდა უკრაინელი სამხედროების გუნდს, რომელბიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში ეხმარებიან. ზელენსკის ცნობით, სპეციალისტები ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობენ. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics