09:59 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-20 13:59:01, 1875 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულ ოფიცერთა ახალი თაობა შეემატა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 104 წლისაა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით სამწყობრო მოედანზე ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მეთვრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.

იუნკერებს და კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. მან სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლი. კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება მიულოცა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს დიპლომები, ხოლო წარჩინებულებებს ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები. ნომინაციებში გამარჯვებულებმა კი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორისგან საპატიო სიგელები მიიღეს. კურსდამთავრებულები ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დალოცა.

წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა. კურსდამთავრებულ იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობაში. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება, გაიარეს სამთო მომზადების საბაზისო კურსი და იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. „იუნკერთა სამხედრო სკოლამ“ ფუნქციონირება დაიწყო 1919 წლის 20 აგვისტოს. სწორედ ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ.

დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics