12:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 21:10:55, 1835 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს მიზანი, უწყებათაშორისი კოორდინაციაა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა უწყებათაშორისი კოორდინაციის მიზნით შედგა.

"უწყებათაშორისი კოორდინაციის მიზნით გაიმართა ეს შეხვედრა.მითუმეტეს წლის დასაწყისია. წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს და შესაბამისად, კოორდინირება ამ საკითხების ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძემ  საგარეო პოლიტიკის უწყბათაშორისი საბჭოს შექმნით, სამინისტროების ფუნქციების დუბლირება გამორიცხა.

ცნობისთვის,  საქართველოს საგარეო პოლიტიკის  უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. აღნიშნული საბჭო  შეიმუშავებს  რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ  და მოახდენს კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები.   საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის განსაზღვროს ის თემები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის  საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით. ახლადშექმნილ საბჭოს პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში კი შედიან- საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.  ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics