10:17 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 09:32:17, 778 ნახვა

სამართალი
შსს–მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩაატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1945 წელს დაბადებული მურად წ. ბაღდათში დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბაღდათში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა დასახელების და მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული უნომრო შაშხანა, ქარხნული წესით დამზადებული, შაშხანის რგოლური აალების 5 ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული რგოლური აალების პისტოლეტის 9 ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული გლუვლულიანი, სამლულიანი სანადირო თოფი, ორლულიანი შიგაჩახმახიანი სანადირო თოფი, 12-კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი, „გლოკ-18“-ის მოდელის პისტოლეტი, „სმიტ-ვენსონ მოდ-910“-ის პისტოლეტი და ქარხნული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღის 50 ვაზნა. სამართალდამცველებმა მურად წ-ს საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოიღეს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics