2020-11-01 13:50:39, 1102 ნახვა
სალომე სამადაშვილი - დღეს 16:00 საათზე ერთად უნდა დავიცვათ კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება
"დღეს 16:00 საათზე ერთად უნდა დავიცვათ კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მან მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"დღეს 16:00 საათზე ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება და თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ღირსება. შეურაცხყოფა და დამცირებაა, როდესაც ფეხქვეშ თელავენ მთავარ უფლებას - აირჩიოთ ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც თავისი თავის პატივისცემა აქვს, ამას არ მოითმენს და არ შეარჩენს ბიძინა ივანიშვილს”, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს რუსთაველზე 16:00 საათზე ოპოზიცია აქციას გამართავს და არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან