09:51 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 12:52:29, 2690 ნახვა

ომი უკრაინაში
ტიკარაძე - დღის ბოლოს ველოდებით სამ პაციენტზე ინფორმაციას და იმედი გვაქვს, რომ ხვალ მათაც ჯანმრთელებს გავწერთ სახლში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღის ბოლოს კორონავირუსზე კიდევ სამი პაციენტის პასუხი გახდება ცნობილი.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტები თვითიზოლაციაში გადავლენ და იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

„დღეს ჩვენი ექიმების შრომამ გამოიღო შედეგი და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია როგორც ჩვენთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. 8 პაციენტი უკვე არის გამოჯანმრთელებული, რომელიც დღეს გაეწერება სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი როგორც მითითებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში, კიდევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ უკვე თვითიზოლაციაში. დღეს, დღის ბოლოს კიდევ ველოდებით დამატებით სამ პაციენტზე ინფორმაციას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პაციენტებსაც როგორც ჯანმრთელებს ხვალ უკვე სახლში გავწერთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics