09:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 14:30:20, 1669 ნახვა

პოლიტიკა
ჰადადი: საქართველოს EU-სკენ გზა წინ ვერ წავა, ვიდრე ქართული ოცნება რეპრესიებს აგრძელებს

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი Euroscope-თან აცხადებს, რომ დღეს საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ქართული ოცნების ქმედებების გამო ჩამორჩება.

ის ამბობს, რომ სავიზო შეზღუდვების მიმართულებით "უფრო შორს წასვლა" შეუძლიათ. 

"საქართველო ჩამორჩება მოლდოვას და უკრაინას ქართული ოცნების საქციელის გამო, რეპრესიების გამო, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი პრესის და ოპოზიციის წინააღმდეგ. [...]

საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებას, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატა. თუ მას სურს ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს, იცის რა უნდა გააკეთოს. ეს გზა წინ ვერ წავა ვიდრე ქართული ოცნება რეპრესიებს აგრძელებს.

უფრო მეტიც, გვაქვს ბერკეტები, მიზანმიმართული სანქციები, მათ შორის ვიზების შეზღუდვა საფრანგეთში, იმ ხალხისთვის, ვინც რეპრესიებთან კავშირშია და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics