09:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 20:27:24, 1140 ნახვა

სამართალი
ლევან მაჭავარიანი: სიმართლე არაა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კადრებში ნაჩვენები შემთხვევის გამო გათავისუფლდა

მედიაში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული კადრები  გადაღებულია 2013 წლის ივნისშია, ქალაქ ბორჯომში და პირი, რომელიც კადრებში ჩანს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კანონის შესაბამისად ადმისტრაციული წესით დააკავა და დააჯარიმა.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს-და ამ შემთხვევის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა, არ შეესაბამება სიმართლეს. მისი განცხადებით, გიორგი ლომსაძემ საპატრულო პოლიცია პირადი განცხადებით დატოვა, ხოლო მისი მეწყვილე დავით გვიმრაძე დაწინაურდა და  საპატრულო პოლიციაში მუშაობას დღემდე აგრძელებს.

შეგახსენებთ,  "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს  ახალი ვიდეო მასალა გაავრცელა,  რომელზეც გადაღებულია კიდევ  ფაქტი, სადაც მოქალაქე პოლიციას ეწინააღმდეგება.
 ვიდეოს მიხედვით, მოქალაქე საბუთების ჩვენებაზე უარს აცხადებს.

“ზურა ვარ ბერიკაშვილი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. პოლკოვნიკი ვარ რა დარღვევა”-ასე მიმართავს პირი, რომელიც გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.

კადრებში ასევე  ჩანს, რომ მოქალაქე იარაღის ამოღებას ცდილობს, სამართალდამცავების რეაგირების შემდეგ კი ამბობს, რომ მას იარაღი ამოუვარდა.






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics