03:51 - 07 Apr, 2026
|
2026-04-06 12:28:37, 570 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, გავლენიანმა გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
ჯილდო ფინანსური გამოცემის - Global Finance-ის მხრიდან გაიცემა და იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, მდგრადი ზრდითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებით გამოირჩევიან.
"გლობალური საბანკო სექტორი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის და ფინტექში კონკურენციის ზრდის ფონზე კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას. 2026 წლის საუკეთესო ბანკების ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ეფექტურად მართავენ აქტივებს და ამასთანავე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრულ ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტში, რათა მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს
ეფექტურად უპასუხონ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
"Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოში ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის ძალისხმევას, სწორ სტრატეგიულ ხედვასა და ინოვაციებზე მუდმივ ფოკუსს. ამასთან, ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი
გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს", – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, გავლენიანმა გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
ჯილდო ფინანსური გამოცემის - Global Finance-ის მხრიდან გაიცემა და იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, მდგრადი ზრდითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებით გამოირჩევიან.
"გლობალური საბანკო სექტორი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის და ფინტექში კონკურენციის ზრდის ფონზე კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას. 2026 წლის საუკეთესო ბანკების ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ეფექტურად მართავენ აქტივებს და ამასთანავე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრულ ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტში, რათა მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს
ეფექტურად უპასუხონ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
"Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოში ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის ძალისხმევას, სწორ სტრატეგიულ ხედვასა და ინოვაციებზე მუდმივ ფოკუსს. ამასთან, ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი
გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს", – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)