00:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 23:35:10, 6485 ნახვა

Lifestyle
მეგან მარკლს სამეფო ტიტული სასწრაფო წესით ჩამოართვეს

ბუკინგემის სასახლე ძველ წყენას როგორც ჩანს პანდემიის დროსაც არ ივიწყებს. მოგეხსენებათ, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ტიტულს სულ რაღაც ერთ კვირაში ოფიციალურად დაკარგავენ, ამის მაუწყებელი წერილი წყვილს დიდიხანია გადაეგზავნა. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, სამეფო ოჯახი მეგან მარკლს თავის წევრად უკვე ოფიციალურად აღარ მიიჩნევს. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი. 

საქმე იმაშია, რომ მეგანს ტიტულის მინიჭების დროს, რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის, რომლებსაც სამეფო კარი კურირებს, წევრობვა დაევალა. ერთ-ერთი ასეთი უკიდურესად გაჭირვებულ ქალბატონებს სამსახურში გასაუბრებისთვის ტანისამოსს სთავაზობს. ამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მეგან მარკლი უბრალოდ სახელითა და გვარით არის მოხსენებული, ხოლო მისი ტიტული და აბრევიატურა HRH (სამეფო ოჯახის წევრი) უკვე  წაშლილია. 

შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის დატოვების შესახებ ჟურნალისტებს 2020 წლის დასაწყისში განუცხადეს. ამ პროცესს ინგლისის პრესამ ხუმრობით "მეგსიტი"("ბრექსიტი") შეარქვა.

ახალგაზრდა ოჯახი საცხოვრებლად კანადაში გადადის.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics