00:16 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 00:02:36, 3936 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან, ჯამში, 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან, ჯამში, 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე პაციენტი დღეს უკვე დატოვებს.

„დღეს საღამოს მივიღეთ პასუხები, ვირუსი აღარ განისაზღვრა, უარყოფითია. ტესტები უკვე ჩატარებულია. განმეორებითი ტესტები აღარ არის საჭირო, საჭიროა ლაბორატორიული კვლევა. სხვა ანალიზებს გადავამოწმებთ, რადიოლოგიურ კვლევას ჩავატარებთ განმეორებით, ვინაიდან მათ შორის ერთ-ერთი ძალიან მძიმე იყო, ფილტვების ანთება ჰქონდა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაა საჭირო, რათა გადავამოწმოთ საბოლოოდ და გავწეროთ. ეს ხუთივე პაციენტი, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება კლინიკიდან. ნაწილი ბინაზე გაეწერება დილით და ნაწილი საღამოსთვის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

​საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური რაოდენობა ამ დრომდე სამი იყო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics