2019-11-15 12:50:22, 23231 ნახვა
კულტურა
ჰოლივუდში გამართულ კინოფესტივალზე, ფილმისთვის „შინდისი“, დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა
„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.
კინოფესტივალზე წარმოდგენილია ფილმები, რომლებიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებისთვის იბრძვიან.
ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე კვირის წინ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც „შინდისს“ ფესტივალის გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.
ამჟამად საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს ანჯელესში, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიაშია ჩართუი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,