2015-06-14 23:17:21, 1129 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის ზოოპარკი თბილისის ზოოპარკს დახმარებას სთავაზობს
მოსკოვის ზოოპარკი თბილისის ზოოპარკს დახმარებას სთავაზობს.
ამის შესახებ მოსკოვის ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა ოლგა ვაინშტოკმა განაცხადა.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ წყალდიდობის შედეგად ბევრი ცხოველი დაიხოცა. მოსკოვის ზოოპარკი სთავაზობს თბილისის ზოოპარკს ცხოველების კოლექციის შევსებას, ასევე შეგვიძლია ახალი ვოლიერების აშენებამდე ჩვენთან ვამყოფოთ ცხოველები", - განაცხადა ვაინშტოკმა.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციის განცხადებით, თბილისის ზოოპარკში მთაცებლები პრაქტიკულად არ დარჩა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან