12:42 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 01:48:51, 906 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მთავრობა შესაძლოა მემარცხენე ცენტრისტულმა და პროქურთულმა პარტიამ ჩამოაყალიბოს

თურქეთის მმართველ პარტიას "სამართლიანობა და განვითარება" საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად არ ეყოფა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთავრობის ფორმირებას 2 ხმა უნდა.

 თურქეთის პარლამენტში  მემარცხენე-ცენტრისტული "რესპუბლიკური პარტია" 134 დეპუტატით ხოლო, პროქურთული "სახალხო დემოკრატიული პარტია"  78 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი. ამას ემატება "თურქეთის ნაციონალირი პარტია" 83 დეპუტატით.

ჯერ უცნობია ვის დაუჭერს მხარს ისლამისტური "ნაციონალისტური პარტია" თუმცა შესაძლო ერთიანობაზე "რესპუბლიკურ პარტიასთან" უკვე განაცხადა, პროქურთულმა "სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" როგორც მისმა ლიდერმა, სურეია ორდერმა ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს და მზად არის, "რესპუბლიკელებთან" ითანამშრომლოს.

"ნაციონალისტური პარტია" პრეზიდენტ ერდოღანს და მის პარტიას "სამართლიანობა და განვითარება" მას შემდეგ დაუპირისპირდა რაც ერდოღანმა ქვეყნის საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაყვანა მოისურვა.

გუშინ თურქეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად თურქეთის მმართველი პარტია "სამართლიანობა და განვითარება" ვერ ახერხებს პარლამენტში აბსოლიტური უმრავლესობით შესვლას. წინასწარი მონაცემებით,მან ხმათა 40,80% მიიღო, მემარცხენე-ცენტრისტულმა "რესპუბლიკურმა პარტიამ" ამომრჩეველთა 26% დააგროვა. "თურქეთის ნაციონალურმა პარტიამ" 16 % ხოლო პროქურთულმა "სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" 13%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics