2015-05-28 10:56:23, 890 ნახვა
მსოფლიო
ელისაბედ მეორე: ბრიტანეთი რუსეთის ზეწოლას გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად
„დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით“,-ამის შესახებ ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ლონდონი მოითხოვს მოსკოვისგან მინსკის შეთანხმების ყველა დებულების შესრულებას.
ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად, დიდი ბრიტანეთი უკრაინის სუვერენიტეტის ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან