2015-04-28 10:54:54, 913 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა 5 ლიბიელი ჟურნალისტი მოკლეს
დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ლიბიის ტელეკომპანიის ხუთი ჟურნალისტი მოკლეს, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მუშაობდნენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებს 2014 წლის აგვისტოდან ეძებენ, როდესაც ისინი ქალაქ თორბუკიდან ბენღაზიში გადავიდნენ. დაჯგუფების ტერორისტებმა ჟურნალისტები სწორედ ამ დროს აიყვანეს მძევლად.
გავრცელებული ცნობით, ლიბიის ტელეკომპანიის რეპორტიორები "ისლამურ სახელმწიფოსთან“ მოკავშირე დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. მათი ცხედრები ქალაქ ბაიდასთან იპოვნეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან