09:27 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 10:51:19, 798 ნახვა

მსოფლიო
ყახაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა

ყახაზეთში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა. 

ეგზიტპოლების შედეგებით, ნაზარბაევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 97,7 პროცენტი მიიღო.
მისმა კონკურენტებმა, კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, ტურგუნ სიზდიკოვმა  1,6 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა აბელგაზი კუსაინოვმა 0,07 პროცენტის მოპოვება შეძლო. 

არჩევნების საბოლოო შედეგები 3 მაისამდე გამოცხადდება. 

ყახაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, რამდენიმე თვის წინ ყაზახეთის სახალხო კრების საბჭომ არჩევნების წელს გამართვა მოითხოვა.

ყახაზეთს 74 წლის ნურსულთან ნაზარბაევი უკვე 26 წელია მართავს, ჩატარებული არჩევნების შედეგად კი ის პოსტზე 2020 წლამდე დარჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics