12:18 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 18:02:26, 802 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: მე ვაღიარებ სომეხთა გენოციდს და ეს მშვიდობის აქტია

ერევანში 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში დაღუპულ სომხებს პატივი მიაგეს. ღონისძიებას  სომხეთის, საფრანგეთის, რუსეთის, კვიპროსოსისა  და სერბეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთმა 2011 წელს მიიღო კანონი, რითაც აღიარა გენოციდი. ამასთან, ფრანსუა ოლანდმა სურვილი გამოთქვა, საფრანგეთმა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად,  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყოს ხელი.
"მინდა მივმართო ჩემს სომეხ მეგობრებს, ჩვენ ამ ტრაგედიას არასოდეს დავივიწყებთ, თუმცა ამ მოვლენებმა თქვენ არ დაგაჩოქათ.საფრანგეთმა მაშინ სომეხ დევნილთა ნაკადი მიიღო.მათ იპოვეს საფრანგეთში ახალი სამშობლო და მას საკუთარი ნიჭით ავსებენ. საფრანგეთმა 2011 წელს მიიღო კანონი, რითაც აღიარა გენოციდი და ეს იყო ჭეშმარიტი დადასტურება. მე ვისურვებდი, რომ საფრანგეთმა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას.ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. მე ვაღიარებ სომეხთა გენოციდს და  ეს მშვიდობის აქტია",-განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics