06:34 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 15:54:00, 2870 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: ვლადიმერ პუტინის ვიზიტისთვის შერჩეული თარიღი, შემთხვევითი არ არის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და თარიღი, რომელიც ამ ვიზიტისთვისაა შერჩეული, შემთხვევითი არ არის.

ციხელაშვილის თქმით, 8 აგვისტოს  საქართველოში რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ღია ოკუპაციის 9 წლისთავია.

სახელმწიფო მინისტრი ამ ფაქტს  ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

ციხელაშვილის განმარტებით,  ესაა განაცხადი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„ალბათ, ეს არის მცდელობა, კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს რუსეთის ექსკლუზიური გავლენა, რომელიც მან დაამყარა 2008 წელს საქართველოს 2 რეგიონზე. ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციის ფაქტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის. ასეთია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაც. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან და სწორედ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას, გაჟღერებული იყო  ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. ასევე პოზიცია, რომ აშშ-ს მხრიდან იქნება ძლიან მკაცრი პასუხი ქვეყნების მიმართ, ვისაც ექნება მცდელობა, ხელყოს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ არაფრით არ უნდა დავუშვათ პროვოკაციებზე წამოგება, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics