04:40 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 15:46:32, 2360 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: რუსეთი ძალის გამოყენებით განაგრძობს საერთაშორისო საზღვრების შეცვლის მცდელობებს

„რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტალინში, ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძლიერი და ერთიანი ნატო დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე კომუნიზმის ჩამოშლის შემდეგ ოდესმე ყოფილა.

„ჩვენ ერთად ვდგავართ აქ და მთელს მსოფლიოში, რადგან ვიცით, რომ ძლიერი და ერთიანი ნატო დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე კომუნიზმის ჩამოშლის შემდეგ ოდესმე ყოფილა. ბალტიისპირეთის ქვეყნებს დღეს არ ემუქრება იმაზე მეტი საფრთხე, რომელსაც აღმოსავლეთში არაპროგნოზირებადი მეზობლის აგრესიის აჩრდილი წარმოადგენს. ამ წუთებში რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს და ცდილობს, გაყოს და ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყოს ევროპის თავისუფალი ერები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უარყოფს ძალის გამოყენების, მუქარის, დაშინების ან მავნე გავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობებს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ან რომელიმე ჩვენი მოკავშირე პარტნიორის წინააღმდეგ“, -  განაცხადა მაიკ პენსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics