00:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 14:19:33, 2423 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე NDI-ს კვლევებზე: საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად გამოხატავს მათ განწყობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით,  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებს გამოეხმაურა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კვლევები თავად  საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად  გამოხატავს ის მათ განწყობებს.

მისივე განმარტებით, ნატო-სთან თავსებადობის მიმართულებით საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს:

„რაც შეეხება ნატო-ს, ამ კვლევებზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. საზოგადოებამ შეაფასოს, ეს კვლევები რამდენად გამოხატავს მათ განწყობებს, მაგრამ როცა ნატო-ზე ვსაუბრობთ, ნატო-სთან თავსებადობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი და ეს არის თავად ნატო-ს შეფასების ანგარიშებში გამოხატული“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ნატო-ში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 66% უჭერს, 23%-ისთვის  კი ალიანსში გაწევრიანება მიუღებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics