02:49 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 19:44:19, 2805 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: დეპუტატებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, შეეჩერებინათ მიღებული ცვლილებების უარყოფითი შედეგები

 იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტებმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და "საარჩევნო კოდექსის" შესახებ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.

კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის პოზიციას არგუმენტაცია აკლდა და არ ეთანხმებიან პრეზიდენტს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს გააუარესებს.

კომიტეტების დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ კენჭისყრის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ კომიტეტებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმ შესაძლო, ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც ამ ცვლილებებს მოჰყვება.

 "ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა შევაჩეროთ ის უარყოფითი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ვეტოს არგუმენტებზე შინაარსობრივი მსჯელობის მაგივრად, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას.  შესაბამისად, დისკუსია არ გაიმართა იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ჩვენ მოველოდით, რაც არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მთავარი ასპარეზი", - აღნიშნა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics