00:36 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 11:16:10, 2214 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულებაა

„ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებთან ერთად, ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მოლოდინებისადმი ხელისუფლების ერთგულებაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს საფუძვლიანად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას.

მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი  სავაჭრო სივრცის ფარგლებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები უფრო და უფრო ღრმავდება.

„ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის ნათელი გამოხატულება იყო  გასული წლის  ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, რომლებმაც ერთხმად დადებითი საერთაშორისო შეფასება მიიღო.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  საქართველო გამოკვეთილ რეგიონულ  ლიდერად იქცა დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის  უზენაესობას, კარგ მმართველობას და სასამართლოს სისტემის მზად დამოუკიდებლობას. საქართველოს  საფუძვლიანად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები ყოველ წლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ევროპას და გაღრმავდება პროფესიული და ადამიანური კავშირები  ევროპის ქვეყნებთან. გასულმა წელმა კიდევ უფრო უალტერნატივო გახადა  საქართველოს ევროპული გზა, რომელსაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ამგვარად ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებთან ერთად არის ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მაღალი მოლოდინებისადმი ხელისუფლების ერთგულება“,-აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics