19:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 09:35:54, 2468 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ მოწმეებს წარმოადგენს პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.  მათი ვინაობა წინასწარ არ ხმაურდება.

ცნობისთვის, წინა პროცესზე პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, მეუფე იაკობი, მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა დავით ჭინჭარაული და მეუფე თეოდორე დაიკითხნენ.

გარდა ამისა, საქმეზე უკვე დაიკითხნენ პროკურატურის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ასევე ოქრომჭედლები, ექსპერტები, რომლებმაც დეკანოზის ბინიდან ამოღებულ იარაღს ექსპერტიზა ჩაუტარეს და გამომძიებლები, რომლებმაც დეკანოზის ბარგი ამოიღეს და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics