16:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 11:44:22, 2714 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ხელისუფლება თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან მიმართებაში

„ჩვენი ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან და  ინტეგრაციულ საკითხებთან მიმართებაში“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას და მის ტერიტორიულ მთლიანობას ნაკლები ზიანი მიადგეს.

„ჩვენი ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან და ინტეგრაციულ საკითხებთან მიმართებაში. ამის გამოვლინება და ამის შედეგი ჩემი აზრით არის სწორედ ისეთი დესტრუქციული განცხადებები, რომელსაც აკეთებს მაგალითად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  თუ ნებისმიერი უმაღლესი დონის წარმომადგენელი,  ძალიან სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, ვიყოთ თანმიმდევრულები, ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები და გადავდგათ ყველა ნაბიჯი, ოღონდ სწორი, გონივრული ნაბიჯი იმისათვის, რომ  ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს  წინ გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები დეოკუპაციის თვალსაზრისით, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ამასთან, მინისტრმა „პატრიოტთა ალიანსის“  რუსეთში  ვიზიტსა და დუმის წევრებთან შეხვედრაზე  ისაუბრა. დოლიძეს არ მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიზიტი რაიმეს მომტანია.

„საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი - არსებობს ხელშეუხებელი, ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფუნქციური მოლაპარაკებების ფორმატი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელსაც ჰქვია ჟენევის დისკუსიების ფორმატი და მეორე - კულტურულ ჰუმანიტარული  და ეკონომიკურ საკითხებზე ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი. სხვა მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებულ ფორმატს ნამდვილად ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი რაიმეს მომტანია“, - აღნიშნა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics