14:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 15:09:29, 2357 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: 28 ქვეყნის წარმომადგენელი გვირჩევს, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი გაგრძელდეს

„ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ ისე როგორც ფიქრობს ერთი-ორი ექსპერტი, ან ერთი-ორი ჩვენი ოპონენტი, განსაკუთრებით იმ ჯგუფიდან, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება აქვს“,-ამის შესახებ  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

აბაშიძის განმარტებით, აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატს აქვს კონკრეტული მანდატი და კონკრეტული დავალებებით შემოიფარგლება.

„ჩვენს  დიალოგზე, მათ შორის პრაღის ფორმატში ისევე როგორც ჟენევის ფორმატში  გვაქვს მუდმივი  კონსულტაციები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენ სპეციალურად ჩავედით ბრიუსელში , რათა მათი აზრი, მათი რეკომენდაცია, მათი რჩევები მიგვეღო, მათ შორის ამ საკითხზე  რანაირად გავაგრძელოთ ეს დიალოგი. გავაგრძელოთ რა ფორმით, მათი მხრიდან ჩვენ მივიღეთ ასეთი რჩევა გააგრძელეთ აუცილებლად ეს დიალოგი. 28 ქვეყნის წარმომადგენელმა გვითხრა ეს. ამ კონსულტაციებს  ჩვენ მუდმივად გავდივართ აქ თბილისშიც, ასეთი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა. ნატოს  ხელმძღვანელობის მხრიდან,  ვაშინგტონის ადმინისტრაციის მხრიდან, აშშ-ს ელჩის მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მხრიდან ისინი დიალოგს გვირჩევენ. ჩვენი რამდენიმე ოპონენტი გვირჩევს საწინააღმდეგოს. ვის დავუჯეროთ ჩვენ?! საერთაშორისო თანამეგობრობას, ნატო-ს, ვაშინგტონის ადმინისტრაციას, ევროკავშირს, 28 ქვეყანას, ყველას ვისაც ჭკუა მოეკითხება თუ რამდენიმე ჩვენს ოპონენტს?! ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სახელმწიფო, პასუხისმგებელი ხელისუფლება, ჩვენ პასუხს ვაგებთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე და ასევე რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვერ  ვიმოქმედებთ ისე როგორც ფიქრობს ერთ, ორი ექსპერტი ან ერთი ორი ჩვენი ოპონენტი, განსაკუთრებით იმ ჯგუფიდან, რომლებსაც ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ რუსეთთან  ურთიერთობისა, განსაკუთრებით 2008 წელი მაქვს მხედველობაში, მისი შედეგები ან თუნდაც მანამდე. ეს არის ჩვენი მიდგომა.  გვეკითხებიან ხოლმე რა მოიტანა ამ ფორმატმა? ვიმეორებ, ამ ფორმატს აქვს ძალიან კონკრეტული მანდატი.  ჩემი დავალება შემოიფარგლება კონკრეტული საკითხებით, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics