11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 12:13:24, 2358 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ალავიძე თვითმმართველობის რეფორმაზე: კარგი იქნებოდა პრეზიდენტს ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს.

მისივე თქმით,  შემოთავაზებული ცვლილებებით დემოკრატიის ხარისხი არ მცირდება:

„ჩვენ ბევრი კომენტარი გავაკეთეთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავის არაფერ სტატუსს არ ვართმევთ. არც არჩევითობას არ ვეხებით აბსოლუტურად. უბრალოდ, ვსაუბრობთ, რომ ერთ მუნიციპალიტეტში თელავიც და სოფლებიც ერთი მერის მიერ იგივენაირად ადვილად სამართავია, როგორც ეს ცალ-ცალკე. იმ ტერიტორიულ პრინციპს ვინარჩუნებთ, რაც საქართველოშია, მაშინ უნდა დავყოთ ყველა ქალაქი და სოფელი ერთმანეთისგან, რაც ჩვენ ვთვლით, რომ არ არის სწორი მართვის კუთხით. დემოკრატიის ხარისხს არ ვამცირებთ, პირიქით. სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს და ვიმუშავებთ ვეტოს დაძლევაზე. კარგი იქნებოდა, ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება“,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე" ვეტოს დადებას სთხოვენ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  გამოიყენებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი  ვეტოს უფლებას,  კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქის შექმნას გულისხმობს.

კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, მუნიციპალიტეტის რაოდენობის გაზრდამ ვერ გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების ხარისხი და ადმინისტრაციული ხარჯები გააორმაგა.

აგრეთვე განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და კოდექსის მთელ ტექსტში, ტერმინი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ შეიცვალა ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics