17:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 12:04:21, 2771 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო კალაძეზე: იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც თავის მუშაობაში ასე შედეგზე ორიენტირებულია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობა ნამდვილად  მზადაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს.

მისივე თქმით, კახი კალაძეს პირადად მხარს უჭერს და მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება:

„რაც შეეხება ჩემს შეხედულებას კახიზე, მართლაც იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ასე შედეგზე ორიენტირებულია თავის მუშაობაში. კახი კალაძე მართლა წარმატებული იქნება.  მე მჯერა, რომ ის გაიმარჯვებს. პრემიერმა თქვა, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და ამ პირობებში მას  კონკურენტი არ ეყოლება, ანუ  მის გამარჯვებაში დარწმუნებულია“,-აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახი კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძე მინისტრის რანგში სხდომას ბოლოჯერ ესწრება.

კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მას არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. კახი კალაძე „ქართული ოცნების“ გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics