2017-07-05 14:23:09, 2520 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ომბუდსმენი: სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცულობასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცულობასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ე.წ. ელიავას ბაზრის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მისი აპარატისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.
"ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები არ არსებობს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა მონიტორინგის განხორციელება, რამდენად არის სახსნძრო უსაფრთხოების წესები დაცული სხვადასხვა დაწესებულებებში. ამ კუთხით გახშირებული ასეთი შემთხვევებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან