|
2017-07-04 14:58:04, 2407 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მიმართულებით ამბიციური მიზანი გვაქვს
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც მონიტორინგის ეტაპიდან პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადასვლას გულისხმობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები. საუბარი, შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის შესახებ ირაკლი კობახიძემ ვოიცეხ სავიცკის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობაზე. ასევე, განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საკონსტიტუციო რეფორმას და ეს საკითხი დეტალებში განვიხილეთ. ასევე, გვქონდა საუბარი სხვა მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოსთან ჩვენს თანამშრომლობასთან და ეს ამბიციური გეგმა გულისხმობს იმას, რომ გვინდა გადავიდეთ მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე და ამისთვის ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და ამას ემსახურება ის რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია შედიან.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)