07:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 11:07:47, 1985 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად იქცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში დაგეგმილ 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა.

ტურნირი საქართველოში 2-15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. პრემიერმა სპორტის სამინისტროსა და სფფ-ს ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება უსურვა და  ტურნის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„საქართველოში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ვიწყებთ ფეხბურთში. ჩემპიონატი ჩატარდება 2-დან 15-ივლისამდე. ძალიან მიხარია, რომ საქართველო იქცა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად. წელს ჩვენ ჩავატარეთ ძალიან წარმატებულად რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, ახლა ჩვენ ვატარებთ 19-წლამდე ასაკის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, სადაც 8 გუნდი და მათ შორის ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები გადის. მინდა წარმატება ვუსურვო როგორც ჩემპიონატს ჩვენ საფეხბურთო გუნდს. წარმატება მინდა ვუსურვო სპორტის სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციას, რომ ეს ტურნირიც, როგორც არაერთი ტურნირი, იყოს მაღალ დონეზე შეფასებული როგორც სპორტსმენების, ასევე მსოფლიოს სპორტული საზოგადოების მიერ. ვფიქრობ, რომ ასეთი ტურნირები ხელს უწყობს სპორტის განვითარებას. ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში დიდი წარმატებების კასკადი ბოლო ჩვენი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ტურნირი, რა თქმა უნდა,  ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საინტერესო ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics