2017-06-29 19:43:56, 2491 ნახვა
სამართალი კომენტარი
ირმა ჭკადუა: სასამართლოს ის ჩვენება მივეცი, რაც გამოძიებისთვის მქონდა მიცემული
ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდების მხარის მოწმის ადვოკატ ირმა ჭკადუას დაკითხვა დასრულდა.
მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გასცა.
ირმა ჭკადუამ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ სასამართლოს ის ჩვენება მისცა, რაც გამოძიებისთვის ჰქონდა მიცემული.
ჟურნალისტის კითხვაზე - რა ინფორმაციის საფუძველზე ურჩია ირაკლი მამალაძეს მიემართა პროკურატურისთვის, ჭკადუამ უპასუხა, რომ მას არ ურჩევია ირაკლი მამალაძისთვის წასულიყო პროკურატურაში, არამედ ურჩია საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან