|
2017-06-28 19:08:56, 2349 ნახვა
სამართალი კომენტარი
ხუციშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, წელიწადში ვიდეოჯარიმების რაოდენობა დაახლოებით 300 000-ია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, წელიწადში ვიდეოჯარიმების რაოდენობა დაახლოებით 300 000-ია. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული რიცხვის ზრდის პარალელურად, ეტაპობრივად იკლებს ჯარიმების ე.წ. ჩაბარების რაოდენობა: „საშუალოდ რომ დავითვალეთ, ყოველი 100 ჯარიმიდან, მხოლოდ 70-ის ჩაბარება ხდება და დაახლოებით 30 მოქალაქე ახერხებს იმას, რომ სხვადასხვა მეთოდებით- ძალიან მცირე შემთხვევაში ობიექტურად , უმეტეს შემთხვევაში სუბიექტურად, არ ჩაიბაროს ჯარიმა. შსს წელიწადში დაახლოებით მილიონ ლარს ხარჯავს ამ ვიდეო ჯარიმების ჩაბარების მიმართულებით. ასევე, ხანმოკლეა ვიდეოჯარიმის აღსრულების ვადა, 6 თვის განმავლობაში ჩაბარება თუ არ მოხდა, აღსრულება პრაქტიკულად არ ხდება“,-აღნიშნა შალვა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც წარადგენს საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს. საუბარია ვიდეოჯარიმის აღსრულების ახალ წესზე, რომელიც გავრცელდება მხოლოდ შსს-ს მიერ გამოწერილი ვიდეოჯარიმებზე. „კერძოდ, როდესაც კამერა დააფიქსირებს დარღვევას, პროგრამა აფიქსირებს, ხელით აღარ იმუშავებენ ჩვენი თანამშრომლები, პროგრამულად იქნება ჯარიმა გამოწერილი და იგივე პროგრამა მოქალაქეს, რომელმაც დაარღვია და რომლის მონაცემიც ჩვენს ბაზაშია დაფიქსირებული, ავტომატურად გაუგზავნის SMS შეტყობინებას დარღვევის შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება საჯარიმო ქვითრის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, მოქალაქე სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და თუ ამ 10 დღის განმავლობაში გადაიხდის ჯარიმას, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდება 20%-ით, თუ ამ პერიოდში არ გადაიხდის ჯარიმას, მაშინ შსს იწყებს გაგზავნის პროცედურას და დღეს არსებული წესით, ორი მცდელობა იქნება ქვითრის ჩაბარების საქართველოს ფოსტის მხრიდან. თუ მაინც არ ჩაიბარებს მოქალაქე, მაშინ შსს შესაბამის ვებგვერდზე, რომელიც წინასწარ იქნება ცნობილი, ატვირთავს ამ საჯარიმო ქვითარს და გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ქვითარი ჩაითვლება ჩაბარებულად. ჯარიმის ჩაბარების ვადა 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება. ერთის მხრივ გარდაუვალი ხდება ჯარიმის ჩაბარება, მეორე მხრივ გამკაცრების პარალელურად, ვთავაზობთ გარკვეულ საშეღავათო სისტემას მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი ვალდებულების შესრულებას კეთილსინდისიერად უზრუნველყოფენ“,-განმარტა შალვა ხუციშვილმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)