|
2017-06-28 14:15:57, 2251 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: როდესაც უმრავლესობას ვუსმენ, არ შემიძლია არ გავიხსენო საბჭოთა გადაცემები „ვრემია“ და „მოამბე“
„როდესაც ვუსმენ უმრავლესობას არ შემიძლია არ გავიხსენო წინა საუკუნის გადაცემები „ვრემია“ და „მოამბე“, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ რა კარგად მიდის ცხოვრება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი საღამოს ფეხბურთს და სხვა სპორტითაც გავერთობოდი, მაგრამ გაცილებით სერიოზული პრობლემებია ქვეყენაში. როდესაც ვუსმენ უმრავლესობის გამოსვლებს, არ შემიძლია, არ გავიხსენო წინა საუკუნის 50-იანი 70-იანი წლების საბჭოთა გადაცემები, „ვრემია, „მოამბე“. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ რა კარგად მიდის ცხოვრება. წინა საუკუნის საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა ხრუშოვმა გამოაცხადა, რომ 10 წლის შემდეგ ჩვენ შევალთ კომუნიზმშიო და ასეთი სულისკვეთება არის დარბაზში“,-განაცხადა სერგო რატიანმა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა თავის გამოსვლაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც რატიანმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ამომრჩეველი მოატყუა. „ბოლო თვეების განმავლობაში თქვენ ამტკიცებდით, რომ ცვლიდით კონსტიტუციაში ფუნდამენტურ საკითხს არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, ამას მოითხოვდა სხვათა შორის მთელი პოლიტიკური სპექტრი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე საერთაშორისო საზოგადოება. მეგობრებო თქვენ დადიოდით ქალაქ-ქალაქ და თქვენ ამომრჩეველს ეუბნებოდით, რომ ცვლით სისტემას, რომ შერეული სისტემა არის ნაკლებად დემოკრატიული. ამბობდით, რომ მას აქვს ავტორიტარიზმისკენ სერიოზული საფუძვლებს ჰქმნის და შემდეგ თქვენ უბრალოდ ბოლო დღეებში შეცვალეთ ყველაფერი და ისევ დაუბრუნდით ძველ არსებულ სისტემას. რეალურად თქვენ მოატყუეთ ქართველი ამომრჩეველი და თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი. თქვენ გაქვთ რეპუტაციის და ნდობის პრობლემა ამის შემდეგ. ასევე თქვენ ართმევთ ქართველ ხალხს უფლებას, თვითონ აირჩიონ პირდაპირი არჩევნების წესით პრეზიდენტი. გამოიკითხეთ საზოგადოების აზრი, იმიტომ, რომ ეს ცვლილებები შეცვლის და განსაზღვრავს შემდეგ უახლოეს ისტორიას. ხალხის უკითხავად ამის გაკეთება, უბრალოდ არ არის არც დემოკრატიული და არც ნორმალური. თქვენ წააგებთ არჩევნებს“,-განაცხადა სერგო რატიანმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)