|
2017-06-28 14:11:23, 2349 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: რუსეთი აფხაზეთში ჩვენს მოძმეებს კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს
„რუსეთი ჩვენს მოძმეებს აფხაზეთში კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოფიციალური თბილისის საპასუხო ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება იქნება. „მინდა გამოვეხმაურო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგი სამხედრო წვრთნების შესახებ აფხაზეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია - მიგვაჩნია, რომ ეს არის მორიგი არალეგიტიმური მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საერთაშორისო პასუხი იყოს ამაზე ერთიანი. რაც შეეხება თავად ამ ღონისძიებებს, რაც არის დაგეგმილი - სამხედრო წვრთნებს, რუსეთის კიდევ ერთხელ ცდილობს, იმის ნაცვლად, რომ ცივილიზებული სამყაროს სამართლიანი პოზიცია დაინახოს ჩვენს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ჯერჯერობით კვლავ იგნორირებულია. რეალურად მაშინ, როდესაც აფხაზეთს სჭირდება ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალ შესაძლებლობები, რუსეთი ჩვენს მოძმეებს კვლავ აფხაზეთში სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს. რა თქმა უნდა ამაზე ჩვენი პასუხი არის კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია საერთაშორისო აზრის, საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული სტანდარტის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების მიტანა ჩვენს აფხაზ ძმებთან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ფართომასშტაბიან წვრთნებს გეგმავს.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)