2017-06-22 16:36:10, 2477 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი უმრავლესობას: ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ შეიძლება
„ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესებზე თქვენი პულტებით“,-ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანამ მიიღო კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ნულოვანი კონსენსუსი აქვს.
"ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ნულოვანი კონსენსუსი აქვს. მოვუწოდებ დეპუტატებს, თქვენ დღეს ხელში გაქვთ პულტები, შეეცადეთ არ გამოიყენოთ. ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ შეიძლება",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან