04:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 11:07:37, 1971 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: წელს ბანაკებში დასვენების შესაძლებლობა 11 000 ბავშვს მიეცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წელს საზაფხულო ბანაკებში  დასვენების შესაძლებლობა უფრო მეტ ბავშვს მიეცა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრს ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა სთხოვა.

ჯეჯელავას განმარტებით, წელს ბანაკებში 11000 ბავშვი დაისვენებს, მაშინ, როცა შარშან  ამის შესაძლებლობა მხოლოდ  4 000 ბავშვს მიეცა:

„წელს 11 000  ბავშვია,   მე-7, მე-8, და მე-9 კლასელი  მცირე სკოლებიდან, ესაა სოფლის სკოლები და ქალაქის მცირე სკოლები, ესაა ის თემი , ის გარემო,  საიდანაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბავშვებს, რომ ბანაკებში მოხვდნენ და დასასვენებლად წავიდნენ და 7 ბანაკში  დაისვენებენ 1 კვირის განმავლობაში. მხოლოდ დასვენება არ არის,  ყველა ბანაკი შემეცნებითია. ძალიან გვიხარია, რომ  გვაქვს ეკობანაკი, გვაქვს  თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი  ბანაკი, პროფესიულ სასწავლებელთან ერთობლივი ბანაკები და მომავალში  იმედი გვაქვს,  ეს დაფარავს მთელი საქართველოს მცირე სკოლებს, ტრანსპორტირებას, კვებას ყველაფერს უზრუნველყოფს სახელმწიფო. ძალიან დიდი  მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვების უნარების ჩამოყალიბებისთვის ამას. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წლებში ეს პროცესი გაიზარდოს. წელს 11 000 ბავშვია,  შარშან 4000 ბავშვი იყო სულ ბანაკებში.  იზრდება ძალიან სწრაფად რიცხვი,  ყველა  სამინისტროს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics