20:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 19:17:02, 1974 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მინდა, პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რათა ქვეყნის მომავალზე ძალიან ბევრს ფიქრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური მონარქის  საკითხი, დღევანდელი და ხვალინდელი დღის გადასაწყვეტი არაა.

თუმცა, კვირიკაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით განცხადება საკმაოდ საინტერესოა. ამასთან, პრემიერმა უწმინდესს მადლობა გადაუხად, რათა  ის ქვეყნის მომავალზე ბევრს ფიქრობს:

„ეს საკითხი არ არის არც დღეის და არც ხვალის გადასაწყვეტი, ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა, დასჭირდეს ათწლეული,  უფრო მეტი, ან ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, თუმცა, ეს განცხადება  საკმაოდ საინტერესოა. ასეთი საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა მოხდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ ცვლილებებს არასწორად დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას  პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში  ნამდვილად  სიმშვიდე შემოაქვს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უწმინდესს შეხვდნენ. მედიასთან  შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ, მხოლოდ აღნიშნეს, რომ ილია მეორესთან  ზოგადი საუბარი ჰქონდათ, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიაზე

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics