|
2017-06-15 14:34:11, 1993 ნახვა
კომენტარი
სუბარი მუხთარლიზე: თუ რაიმე საფრთხეს გრძნობდა, შეეძლო ჩვენი სამინისტროსთვის მოემართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, თუკი აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე საკუთარ ქვეყანაში დევნა ხორციელდებოდა და ის საფრთხეს გრძნობდა, მისი უწყებისთვის, ან თბილისში მდებარე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის უნდა მიემართა. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რადგან მუხთარლის დევნილთა სამინისტროსთვის, არც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისისთვის არ მიუმართავს, ეს აფიქრებინებს, რომ მის მიმართ რეალურად დევნა არ ხორციელდებოდა. „როცა ადამიანი ერთი ქვეყნის ტერიტორიიდან მოულოდნელად აღმოჩნდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ცხადია, კითხვები ყოველთვის არის. გამოძიება მუშაობს იმაზე, რომ ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცეს. რამდენიმე წელი ეს ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში, ყოველგვარი პრობლემის და საფრთხის გარეშე, მის მიმართ თუ დევნა იყო მეზობელ ქვეყანში, ან ის რამე საფრთხეს გრძნობდა, შეეძლო მოემართა კონკრეტულად ჩვენი სამინისტროსთვის, რომ მიეღო თავშესაფარი. ან საქართველოში მდებარე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას, ან მის ოჯახს ჰქონდა ეჭვები ჩვენს მიმართ, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა ხათრი გვქონოდა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ის ორგანოა, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ ხათრებს რომელიმე ქვეყნის მიმართ და ის აუცილებლად მიიღებდა თავშესაფარს, ან ლტოლვის სტატუსს, საქართველოში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, თუ დადასტურდებოდა, რომ მის მიმართ დევნაა. ის რომ მას 2 წლის განმავლობაში არ მოუმართავს არც ჩვენთვის, არც გაეროს უმაღლესი კომისარიატისთვის, მაფიქრებინებს პირადად მე, რომ მის მიმართ მსგავსი დევნა არ არსებობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უნდა მოემართა ან ჩვენთვის, ან გაეროსთვის. რა მოხდა, როგორ მოხდა, ამაზე გამოძიება გასცემს პასუხს“,-განაცხად სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი ბაქოში, საპატიმროში აღმოჩნდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანში მალულად გადაიყვანეს. მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობაში და კონტრაბანდაში. ბაქოს სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)