18:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 13:35:05, 2596 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მუსტაფაევა: ევროპარლამენტარებს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩემი მეუღლის გატაცებაში ქართველებიც ფიგურირებდნენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ევროპარლამენტის რეზოლუციის მკაცრ ტონს მიესალმება.

როგორც მუსტაფაევამ "მოამბეს" განუცხადა, აზერბაიჯანში ჟურნალისტებთან მიმართებაში სიტუაცია ყოველდღიურად კრიტიკული ხდება.

"აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და ჟურნალისტებთან მიმართებაში არსებული დამოკიდებულება გაეუმჯობესებინა, მაგრამ ალიევის ხელისუფლებამ ეს დრო არ გამოიყენა და სიტუაცია ყოველდღიურად კრიტიკული ხდება", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. 

მუსტავაფაევას თქმით, მან ყველა შეხვედრაზე პარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა, იმასთან დაკავშირებით, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართველებიც ფიგურირებდნენ.  

"ადვოკატის ინფორმაციით, გამტაცებლები საუბრობდნენ ქართულ ენაზე, ეცვათ ქართული სპეცსამსახურების ფორმები და ანგარიშს აბარებდნენ მათთვის უცნობ პირს, ამიტომ თხოვნით მივმართე ევროპარლამენტარებს, რომ რეზოლუციაში საქართველოს პასუხისმგებლობასაც გაესვას ხაზი", - განაცხადა მუსტაფაევამა. 

მისივე თქმით, ის სტრასბურგში რეზოლუციის კენჭისყრამდე დარჩება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი რეზოლუცია გახდება იმის საბაბი, რომ საქართველომაც თუკი ქართული მხარის მონაწილეობა მხოლოდ ეჭვია, გაფანტოს ეს ბრალდებები და მეორეს მხრივ რეზოლუციამ მისი მეუღლის დაუყონებლივ გათავისუფლებას ხელი შეუწყოს. 

ლეილა მუსტაფაევა სტრასბურგში ევროპარლამენტარების მოწვევით იმყოფება. ის ევროპარლამენტში გამართულ დებატებს დაესწრო და ახლა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics