08:22 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 20:40:37, 2051 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ლევან მაყაშვილის მამა: ჩემს შვილს არასდროს ჰქონია კავშირი კრიმინალთან

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ლევან მაყაშვილის მამა ლერი მაყაშვილი აშშ-ის პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებთან შვილის კავშირს უარყოფს.

როგორც მაყაშვილის მამამ აღნიშნა, განვითარებული მოვლენები გაუგებრობაა. 

"ამერიკაში ჯერ ვერავის დავუკავშირდი, ამიტომ დაკავების დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი შვილს არ შეიძლება ამ ყველაფერთან კავშირი ჰქონდეს, ეს ალბათ გაუგებრობაა და ყველაფერი გაირკვევა. ლევანს არასდროს ჰქონია კავშირი კრიმინალთან. მას სამი დღის წინ ვესაუბრე, მითხრა, რომ ბრძოლისთვის ემზადებოდა, ვარჯიშობდა. საქართველოში ერთ თვეში აპირებდა ჩამოსვლას. ბოლოს აქ სამი თვის წინ იყო, გორში, დარბაზში ვარჯიშობდა. დღეს საღამოს დავუკავშირდები მის მეუღლეს ამერიკაში. სხვა არაფერი ვიცი. მე ჩემი შვილის იმედი მაქვს, მას სპორტის მეტი კავშირი არაფერთან ჰქონდა", - აცხადებს სპორტსმენის მამა ლერი მაყაშვილი.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გამოსავლენი ბრძოლა 8 ივლისს ლონდონში Copper Box Arena-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების ინფორმაციით, ხურციძე ნიუ-იორკში ე.წ. რიკოს საქმეზე დააკავეს და მას პასუხისგება მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც  აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics