08:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 14:36:45, 1874 ნახვა

კომენტარი
კონგოში ტყვედ აყვანილ ქართველ მფრინავთან დაკავშირებით, საგარეო უწყებას რაიმე ახალი ინფორმაცია არ აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, კონგოში ტყვედ აყვანილ ქართველ მფრინავთან დაკავშირებით, უწყებას რაიმე  ახალი ინფორმაცია არ აქვს.

როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სიახლის შემთხვევაში, საზოგადოებას აუცილებლად აცნობებენ:

„სიახლე არაფერია.  იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიდანვე ჩართული იყო ამ პროცესში. იყო ჩართული ჩვენი ელჩის მეშვეობით. მუდმივად ვიყავით  კომუნიკაციაში კონგოში გაეროს წარმომადგენლობასთან, ასევე წითელ ჯვართან, ჩვენი ელჩი იმყოფებოდა კიდევაც  კონგოში და ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურებიდან ვიღებდით, იყო გაზიარებული ოჯახთანაც. პროცესის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო, იყო მუდმივად კომუნიკაციაში  როგორც აფრიკაში წარმომადგენლებთან, ასევე  ოჯახთან. ჩვენ შემდგომ პროცესებს აუცილებლად შეგატყობინებთ, თუკი რაიმე  განვითარება მოჰყვა ამ პროცესს“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics