|
2017-06-08 11:35:20, 1879 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი გახდება მტკიცე გარანტია, რომ ქართული მიწები საქართველოს სახელმწიფოს დარჩეს
„პრემიერმინისტრს, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე, ერთსულოვნად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტარტეგიული ინტერესები, ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის შესაბამის თავს განიხილავენ, რომლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ მიწაზე საკუთრების უფლების კონსტიტუციური მოწესრიგებაა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა ფაქტორის და რაც მთავარია, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული. „აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა ფაქტორის, მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკის და, რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმავე მიზნით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შეზღუდვას. „კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და დაცული იქნება ჩვენი ეროვნული, სტრატეგიული ინტერესი. გარდა ამისა, ამავე მიზნით, პარლამენტში ინიციატივის წესით შეგვაქვს კანონპროექტი, რომელიც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შეზღუდვას. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილი არსებული ჩანაწერი დაზუსტდება და ბევრად უფრო მკაფიოდ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი იყო კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები. „ ჩვენ დავინახეთ, რომ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს საქართველოს საზოგადოებას, მოსახლეობას ამ საკითხის მიმართ და ბუნებრივია, ესეც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი ინტერესებს შორის სწორი ბალანსის გამოძებნაა. მისი თქმით, საკითხი ეკონომიკურ ჭრილში იქნა გააზრებული და გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ფაქტორი იყო ისიც, რომ მიწის გასხვისების წვლილი ეკონომიკურ ზრდასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში მცირეა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად ქვეყნის როგორც სტრატეგიულ, ასევე, ეკონომიკურ ინტერესებზე სიღრმისეული მსჯელობა დაედო. „გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ გავაანალიზეთ ყველა ფაქტორი. მათ შორის ის, თუ რა წვლილი შეაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას ინვესტიციების მოზიდვაში და ეკონომიკურ ზრდაში. რეალურად, ჩვენთვის მთავარია, რომ სწორი ბალანსი გამოიძებნოს ერთ და მეორე ინტერესს შორის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ინტერესია ეკონომიკური ზრდის წახალისება, ინვესტიციების მოზიდვა, სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ ჭრილში იქნა გააზრებული ეს საკითხი და სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ წვლილი მიწის გასხვისების ეკონომიკურ ზრდაში და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში არის ძალიან მცირე, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც გახლდათ ამ გადაწყვეტილების მიღების. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ ორი ინტერესი - ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს არსებითად საქართველოს სახლემწიფოს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში, მეორე ინტერესი არის ეკონომიკური ინტერესი. ჩვენ რომ ავიღეთ და სიღრმისეულად გავაანალიზეთ როგორც ერთ ფაქტორზე, ისე მეორე ფაქტორზე ამ რეგულაციის გავლენა, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს პირველ ფაქტორს. კიდევ ერთხელ, ეკონომიკური ფაქტორი, ეკონომიკური მხარე ამ საკითხის იქნა სათანადოდ სიღრმისეულად გაანალიზებული და მხოლოდ ამის საფუძველზე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება.აქედან გამომდინარე, ეს არ არის პოპულისტური გადაწყვეტილება. მხოლოდ საყოველთაო-სახალხო განხილვა ვერ გახდებოდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ძალიან სიღრმისეული მსჯელობა როგორც სტრატეგიულ ინტერესებზე, ასევე, ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)