23:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 13:44:27, 2249 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
კობახიძე: ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი მის კომპეტენციებს არ ნიშნავს. 

„რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვაქვს საპარლამენტო მართველობის. ბუნებრივია, ხალხს უკვირს რას ქვია, სახელმწიფოს მეთაური ქვეყანას არ მართავს, რას ქვია მთავარსარდალი ჯარს ბრძანებას არ აძლევს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის საპარლამენტო მართველობა. პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი არ ნიშნავს მის კომპეტენციებს. სტატუსსა და კომპეტენციებს შორის არის მხოლოდ არაპირდაპირი კავშირი. მაღალი სტატუსი პრეზიდენტს უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპეტენციები არასწორად დარეგულირდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics