22:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 13:25:27, 1991 ნახვა

კომენტარი
სუბარი: მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესშია

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესშია.

როგორც სუბარმა აღნიშნა, საკითხის გადაწყევტა საქმის შესწავლის შემდეგ მოხდება. 

,,ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რამდენად შეესაბამება ჩაბუქის მიერ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა საერთაშორისო სტატუსის კონვენციას, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას. ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ექსტრადაცია ავტომატურ რეჟიმში, პროკურატურის მიერ საქმის მასალების შესწავლისა და თურქული მხარის საბუთების მოწოდების გარეშე არ ხდება",- განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics