01:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 13:12:47, 2148 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: იმედი მაქვს, ერთ დღეს ვიცხოვრებთ იმ ხანაში, სადაც კანონპროექტები კარგად გააზრებული პროცესის შედეგი იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება,  რამდენიმე წელია, თითოეული სამინისტროს, მინისტრებისა, თუ პარლამენტის წევრთა მიზანია.

როგორც წულუკიანმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ორ დღიან კონფერენციაზე „სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესი დინამიური,  თანმიმდევრული და ფრთხილი უნდა იყოს.

„რაც შეეხება ახალ კანონებს, პროექტებს, რომლებსაც იმუშავებს ხელისუფლება და მომავალი თაობების ხელისუფლებები შეიმუშავებენ, მათ უკვე წინმსწრებად  ვუყენებთ გარკვეულ პირობებს იმისთვის, რომ ჩვენ უკვე მიღებული კანონის დაახლოება კი არ მოვახდინოთ ევროკავშირის სამართალთან,  არამედ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს იმ პროექტებს, რომლებიც უკვე არის ამ ფილტრში გატარებული. სწორედ ამიტომ,  3 წლის წინ იუსტიციის სამინისტროში შევქმენით  ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი, რომელიც ძლიერდება დონორებისა და  პარტნიორების  დახმარებით. ჩვენ როგორც იქნა დავასრულეთ მუშაობა და დღეს გვაქვს სახეზე ორი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი- ნორმატიული დაახლოების სახელმძღვანელო და დაახლოების პროცესის მეთოდოლოგია. ჩვენი საბოლოო მიზანია, ყველა უწყებაში დაახლოების სამუშაო ერთნაირად ხდებოდეს. ეს ტიტანური სამუშაო ჩატარდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. მომავალში კიდევ ვგეგმავთ პროგრესს ამ პროცესში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან საქართველოში მთარგმნელობით სფეროში არსებულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით  სამართლებრივ მთარგმნელობით საქმიანობას ეხება:

„ალბათ,  ცოდვები აღიარებული სჯობს და თუკი რაიმე სფეროში გვაქვს პრობლემა საქართველოში, ეს არის მთარგმნელობითი სფერო,  მითუმეტეს სამართლებრივი მთარგმნელობითი საქმიანობა. არ არსებობს ლექსიკონები,  არ არსებობს სტანდარტი,  დადგენილი ესა თუ ის ტერმინი, როგორ ითარგმნება. ყველა თარგმნის თავისებურად. ამ პროცესის გასაუმჯობესებლად ჩვენ დაახლოებით 3 წელიწადნახევრის წინ, ვთქვით, რომ საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი უნდა გამხდარიყო ის ადგილი, სადაც ქართული კანონები ითარგმნებოდა ინგლისურად,  ინგლისურიდან ქართულად ითარგმნებოდა  დირექტივები და სხვა ევროპული ნორმები. ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი უკვე არის კარგი ინსტრუმენტი დაახლოების პროცესში. იმედი მაქვს,  ერთ დღეს დავიწყებთ იმ ხანაში ცხოვრებას, სადაც კანონპროექტები ციდან კი არ ჩამოვარდება, არამედ იქნება კარგად გააზრებული პროცესის შედეგი. წინასწარი  ანალიზი იქნება  იმისა, კანონს რომ მიიღებ,  რას მიიღებ  წელს, გაისად და რამდენიმე წელიწადში " ,-აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics